"არ დაიჯეროთ ყველაფერი კარგად იქნება", - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ლარის კუსთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას.
შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ კვლავ დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.6599 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0445 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. 2.8222 ლარი გახდა ერთი ევროს ფასი, რაც 0.0509 პუნქტით შეცვლილი მაჩვენებელია.