Home
Category
TV Live Menu

GITA-სა და თელავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

598807b448c46
BM.GE
07.08.17 10:18
743
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ თანამშრომლობას, რაც ითვალისწინებს ქ. თელავში რუსთაველის გამზირი N11-ში მდებარე შენობაში ინოვაციების ცენტრის განთავსებასა და მოწყობას. ასევე რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირების და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

ღონისძიება კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day