Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გლდანის მოსახლეობა ნარჩენების წვის აკრძალვას ითხოვს - სად არის გამოსავალი?

BM.GE
19.09.22 11:51
194
უკვე წლებია გლდანის მოსახლეობა ტოქსიკური ნამწვით იწამლება, რომლის ძირითადი წყარო გლდანში არსებული არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი და მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების უკანონო წვაა. 

რამდენად მძიმეა ადგილზე სურათი, მითუფრო ზაფხულში, როცა მაცხოვრებლებს არსებული მძიმე სუნის გამო ფანჯრის გაღებაც კი არ შეუძლიათ, ამ თემაზე ვრცელი სტატია ნეტგაზეთმა მოამზადა. მასალაში მაცხოვრებლები ჰყვებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ამბობენ, რომ ხშირად რეზინის თუ პლასტმასის ნამწვის გამო საცხოვრებლის დატოვებაც უწევთ. პრობლემის შესახებ იცის როგორც თბილისის მერიამ, ისე რაიონულმა გამგეობამ, დედაქალაქის საკრებულომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ თუმცა მიუხედავად ამისა მისი გადაჭრის გზა ამ დრომდე ვერ გამოინახა. 

ნეტგაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უწყებები გლდანში საერთოდ ჰაერის დაბინძურების დონეს საერთოდ არ ზომავენ. გარემოს სააგენტოსა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ჰაერის გაზომვა აქ იმ შემთხვევაში დაიგეგმება, თუ ამ მოთხოვნით მათ ვინმე მიმართავს. ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე კი რომელიც ორგანიზაციის წევრებთან ერთად ტერიტორიაზე პერიოდულად ჰაერს ზომავს აცხადებს, რომ აქ ჰაერის დაბინძურება ზოგჯერ ნორმას 10-20-ჯერ აღემატება.

Subscribe to our news

Get the main news of the day