Home
Category
TV Live Menu

გლობალური დათბობის შესაჩერებლად, ავიაკომპანიები "ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე" გადასვლას გეგმავენ

57f396b1619ce
BM.GE
04.10.16 19:00
1218
ავიაინდუსტრიას გლობალური დათბობის პროცესში საკუთარი უარყოფითი წვლილის შემცირება სურს. ამ მიზნით ავიაკომპანიები ახალი ტიპის, ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე საწვავზე გადასვლას გეგმავენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიები აპირებენ ტრადიციული საწვავის ნაცვლად გამოიყენონ ნივთიერება, რომელიც მცენარეული ზეთისგან, სიმინდისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან იქნება დამზადებული. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ახალი ტიპის საწვავის მასობრივი წარმოება არ ხდება, ამიტომ მსოფლიოს მასშტაბით ავიაციაში მისი დანერგვა ვერ ხდება.

მიუხედავად წარმოების არარსებობისა JetBlue Airways-მა, ასევე რიჩარდ ბრენსონის Virgin Group-მა უკვე დაიწყეს ეკო საწვავის ტრადიციულ საწვავში შერევა.

მსოფლიოში სათბურის გაზების გაფრქვევის 2% ავიაციის სფეროზე მოდის, სწორედ ამიტომ ავიაკომპანიებს მისი შემცირება სურთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day