"გლობალური ინოვაციების ინდექსში" საქართველო 128 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 9 საფეხურით გაუმჯობესდა.
მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის მიერ შედგენილი რეიტინგი ქვეყნებს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. მათ შორის: ინოვაციაზე ორიენტირება, ეკონომიკური ზრდა, ბიზნესის განვითარება. ჯამში რეიტინგი 80-ზე მეტი კრიტერიუმისგან დგება.
"გლობალური ინოვაცების ინდექსში" პირველ პოზიციაზე გასული წლის მსგავსად შვეიცარიაა, შემდეგ შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ფინეთი არიან.
რეიტინგში 60-ე ადგილზეა სომხეთი, თურქეთი 42-ზე, აზერბაიჯანი 85-ზე, ხოლო რუსეთი კი 43-ზე. რეიტინგში 56-ე ადგილს იკავებს უკრაინა.