Home
Category
TV Live Menu

გლობალური საბროკერო კომპანია ADMIRAL MARKETS საქართველოს ბაზარზე ახალი ბრენდით "M TRADING" სახელით დაბრუნდა

588c910727626
ანი ჯოხაძე
28.01.17 18:10
1122
გლობალური საბროკერო კომპანია ADMIRAL MARKETS საქართველოს ბაზარზე ახალი ბრენდით „M TRADING სახელით დაბრუნდა.

ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოში კომპანიის წარმომადგენელმა დავით წიქარიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქართულ ბაზარზე "ADMIRAL MARKETS"-ის დაბრუნებასთან ერთად ახალი მსხვილი ამერიკური კომპანიაც შემოდის, რომელთანაც მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზეა და ელოდებიან ხელშეკრულების გაფორმებას.

შეგახსენებთ, რომ "ADMIRAL MARKETS" მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე კომპანია 2012 წელს შემოვიდა, თუმცა სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით მან საქართველოს ბაზარი დატოვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day