Home
Category
TV Live Menu
Loading data...

GM PHARMA - 2000 წლიდან ბაზარზე

BM.GE
09.12.22 14:07
228
GM PHARMA არის 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს. 

GM PHARMA-ს ჰყავს 32 ბიზნეს-პარტნიორი მსოფლიოს 20 ქვეყანაში და აქვს ერთობლივი სალიცენზიო პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება, კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში, GM PHARMA-ს თბილისის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სერტიფიკატი და ნებართვა. 

დღეისათვის კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში და დსთ-ს 5 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები. 

სულ ბოლო ამბებიდან მიადევნებდა თვალყურს ჩვენი მკითხველი და მაყურებელი ჯი ემ ფარმამ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე სი ფი ეიჩ აი ფრანკფურტზე ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგინა, რომლის ფარგლებშიც GM PHARMA -ს გუნდმა ადგილზე გამართული შეხვედრებისას ევროპული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ტექნოლოგიური ტრანსფერისა და სალიცენზიო პროექტების განხორცილების გეგმები განიხილეს. გაფორმდა ხელშეკრულება ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია მედიქემთან კარდიოვასკულური მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ე.წ. Know-how-ს (ნოუ ჰაუს) გადმოცემაზე.

სტუმარი: ლევან ვარდუაშვილი - GM PHARMA-ს აღმასრულებელი დირექტორი;



Subscribe to our news

Get the main news of the day