Home
Category
TV Live Menu

GMP-ის წარმოებული ქართული მედიკამენტების თითქმის ნახევარი ექსპორტზე გადის

5a9416118d883
მეგი კავთუაშვილი
27.02.18 09:30
1780
კომპანია "პსპ"-ს კუთვნილი ფარმაცევტული საწარმო GMP წელს ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს. უახლოეს მომავალში ქართულ წამალს ექსპორტზე ვიეტნამში გაიტანენ. როგორც BM.GE-ს საწარმოს დირექტორმა გიორგი ანთაძემ განუცხადა, გეგმაშია უკრაინის ბაზრის ათვისებაც. ამჟამად GMP 206 დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, რომლის 60%-ს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, დანარჩენი კი ექსპორტზე გააქვს. რამდენიმე წელია საქართველოში დამზადებულ წამალი ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ერაყში იყიდება. ხოლო უზბეკეთსა და მოლდოვაში დიდი მოთხოვნის პასუხად ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

უახლოეს ხანში GMP-ის გადაიარაღება იგეგმება. მედიკამენტების საწარმოში ახალი შესაფუთ ხაზებს და სატაბლეტე პრესს დაამონტაჟებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day