Home
Category
TV Live Menu
Loading data...

GMP სტანდარტის ვალდებულება - რამდენმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დატოვა ბაზარი?

BM.GE
05.04.23 12:02
125
GMP სტანდარტის ძალაში შესვლიდან 1 წლის თავზე, ბაზარზე მოქმედი 50 ფარმაცევტული საწარმოდან მოთხოვნილ სტანდარტს მხოლოდ 3 კომპანია აკმაყოფილებს. საუბარია ავერსი რაციონალზე, ჯი ემ ფარმაზე და ანტიბიოტიკების მწარმოებელ აბიფარმზე, სტანდარტის მისაღებად პროცედურებს გადის ასევე ფაგების მწარმოებელი კომპაბია ბიოქიმფარმი. იმ კომპანიებს, რომელთაც მოთხოვნილი სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს, ადგილობრივ ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია აეკრძალათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ. მათ GMP სტანდარტზე გადასვლისთვის დრო 2025 წლამდე აქვთ. რა ბედი ეწიათ იმ კომპანიებს, რომლებმაც ჯიემპი სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს? 

სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day