Home
Category
TV Live Menu

Golden Tulip-ის მენეჯმენტით საქართველოში 5 ახალი სასტუმრო გაიხსნება

57eb9cb47215e
BM.GE
28.09.16 14:29
1036
Golden Tulip-ის მენეჯმენტით საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში, - ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Louvre Hotels Group-ის რეგიონულ პრეზიდენტის ამინ მოუკარზელის შეხვედრისას, რომელიც ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზას“ პრეზენტაციისას შედგა.

შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის „Golden Tulip“-ის" ფუნქციონირების დაწყებას. მისი განცხადებით, ინფორმაცია ბორჯომის სასტუმრო "ფირუზას" შესახებ გავრცელდება საერთაშორისო სასტუმროების აღნიშნული ქსელის 5000-მდე სასტუმროში, ასევე „Golden Tulip“-ის“ ყველა მარკეტინგულ აქტივობაში მოხვდება საქართველო და ბორჯომი. "ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს საერთაშორისო პრომოციისთვის და უცხოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2016 წელს "ფირუზას" მფლობელმა კომპანიამ „ვორლდფაუნდ იუნივერსალ“-მა გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ სასტუმროების ქსელთან „Golden Tulip“.

"Golden Tulip“-ი შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს. "ლუვრის სასტუმროების ჯგუფი" მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებში ხოლო მე-2-ე ადგილზე ევროპის მასშტაბით. უშუალოდ Golden Tulip-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში.

Louvre Hotels Group-ში ასევე შედის ისეთი ცნობილი სასტუმროების ქსელები, როგორიცაა Première Classe, Campanile, Kyriad, Kyriad Prestige, Tulip Inn, Royal Tulip.

Golden Tulip-ის ბრენდით მომდევნო სასტუმრო თელავში, ყოფილ "ინტურისტში" გაიხსნება. კომპანია "ვორლდფაუნდ იუნივერსალი“ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. თელავში 150 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day