Home
Category
TV Live Menu

Goldman Sachs დიდ ბრიტანეთში წლის ბოლომდე რეცესიას ელოდება

577113143db5f
BM.GE
27.06.16 15:45
1140
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანა წლის ბოლომდე რეცესიის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც ასევე მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზეც აისახება, - აცხადებენ Goldman Sachs წამყვანი ეკონომისტები.

ეკონომისტები ელიან, რომ 23 ივნისის რეფრენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, მომდევნო 18 თვის განმავლობაში, ქვეყნის მშპ დაახლოებით 2.75%-ით შემცირდება.

Goldman Sachs-ის პროგნოზის თანახმად, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი უახლოესი 2 წლის მანძილზე, საშუალოდ 1,25% გაიზრდება, ხოლო აშშ-ის მშპ 2016 წლის მეორე ნახევარში ადრე ნავარაუდევ 2.25%-ის ნაცვლად, 2%-ით გაიზრდება.

Goldman Sachs რეფერენდუმიდან სამი ძირითადი რისკის წარმოქმნის საშიშროებას ხედავს: გაუარესებული სავაჭრო პირობები, შემცირებული ინვესტიციები გაურკვევლობის ფონზე და სხვადასხვა ვალუტების რყევები.

Subscribe to our news

Get the main news of the day