Home
Category
TV Live Menu

Goldman Sachs-ი ინვესტორებს განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების შემცირებას ურჩევს

56a5d2640bdf7
BM.GE
25.01.16 11:40
1206
Bloomberg-ის ინფორმაციით, Goldman Sachs-ი ინვესტორებს ურჩევს, განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციები შეამცირონ. ბანკის პროგნოზით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკაში არასტაბილური სიტუაცია იქნება, რაც სხვა განვითარებად ქვეყნებზე ნეგატიურად აისახება. სწორედ აქედან გამომდინარე მიმართავს Goldman Sachs–ი ინვესტორებს განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების შემცირების რეკომენდაციით. ბანკის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ჩინეთის პრობლემა მდგომარეობს არა მხოლოდ მისი ეკონომიკის შენელებაში, არამედ ინვესტორების მიდრეკილებაში, გადააფასონ ამ პროცესის მნიშვნელობა დანარჩენი მსოფლიოსთვის.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ განვითარებადი ქვეყნების ფინანსური ბაზრები, სავარაუდოდ, ძალიან მწვავე რეაგირებას მოახდენენ ჩინეთში სიტუაციის გაუარესებაზე" – ნათქვამია მიმოხილვაში, რომელიც Goldman Sachs Private Wealth Management–ის საინვესტიციო დირექტორის შარინ მასავარ–რახმანის ხელმძღვანელობით მომზადდა, – "ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ რეალური და საბანკო სექტორის პირდაპირი დამოკიდებულება ჩინეთზე არცთუ დიდია იმისთვის, რომ სერიოზული გავლენა მოახდინოს მსხვილ ეკონომიკებსა და ფინანსურ ბაზრებზე. ბაზრებს ვერ აუკრძალავ მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მდგომარეობის გამო ღელვას. ჩინეთს აქვს უამრავი პრობლემა, კორუფციით დაწყებული სტატისტიკის არასანდო მონაცემებით დამთავრებული, და Goldman Sachs–ის პროგნოზით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ქვეყანა არასტაბილურობის წყარო იქნება, რაც ნეგატიურად აისახება სხვა განვითარებად ბაზრებზე".  Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ჩინეთმა 2016 წელი წარუმატებლად დაიწყო – მაგალითად აამოქმედა აქციებით ვაჭრობის შეჩერების მექანიზმი, შემდეგ კი უარი თქვა მასზე. მოსალოდნელია ახალი შეცდომების დაშვებაც. "თუ გავითვალისწინებთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საფონდო და სავალუტო ბაზრებთან მიმართებაში მიღებულ ზომებს, სავარაუდოდ, ახალი შეცდომები იქნება,“ – ნათქვამია Goldman Sachs –ის მიმოხილვაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day