Home
Category
TV Live Menu

Goldman Sachs წლის მეორე ნახევრიდან ნავთობის ფასის 50 დოლარამდე გაზრდას პროგნოზირებს

57397c03bacbc
BM.GE
16.05.16 11:50
1148
ნავთობის ფასი, Goldman Sachs-ის პროგნოზის შემდეგ გაიზარდა და ბარელზე 48 დოლარს გადააჭარბა.

ბანკის პროგნოზის მიხედვით, წლის მეორე ნახევარში მსოფლიოში ნავთობის დეფიციტი იქნება.

Bloomberg წერს, რომ ბანკმა მარტში გამოქვეყნებულ საკუთარ პროგნოზს გადახედა და ამჯერად განაცხადა რომ წლის მეორე ნახევარში WTI-ის ფასი ბარელზე 50 დოლარი იქნება, ნაცვლად 45 დოლარისა.

ბანკის პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 1,32 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 48,46 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ფასი 1,30%-ით გაიზარდა და ბარელზე 46,81 დოლარი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day