სპირტიან სასმელებზე აქციზური განაკვეთის ზრდის გამო, კომპანია "გომის" პროდუქციის რეალიზება 70%-ით შემცირდა. როგორც კომპანიაში ბიზნესკონტრაქტს განუმარტეს, მომხმარებელი ძვირიან პროდუქციას აღარ ყიდულობს და ნაცვლად იაფიანს და უხარისხოს იძენს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ შემცირებული რეალიზების ფონზე, თანამშრომელთა "ნაწილობრივ დათხოვნაც" მოუწიათ, რადგან საწარმოში მუშაობა სტაბილური აღარაა.
გომში განმარტავენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმის კურსში არიან, "გამოხატავენ სოლიდარობას, თუმცა ეს საქმეს არ შველის".
"იმპორტიორი კომპანიებისთვის საქართველოს ბაზარი საკმაოდ მცირეა, შესაბამისად აქცის ზრდას მათზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. თანამშრომელთა ნაწილს მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებული აქვთ, თუმცა არავინ გაგვითავისუფლებია", - განმარტავენ კომპანიაში "გომი".
შეგახდენებთ, რომ აქციზური განაკვეთი სპირტიან სასმელებზე 2016 წელს გაიზარდა. კომპანიების ნაწილი აქციზური განაკვეთის ზრდის გამო, არააქციზური, აღურიცხავი პროდუქციის ზრდაზეც საუბრობს.