Home
Category
TV Live Menu

გონიოს ნაგავსაყრელის კონსერვაცია და სარეკრეაციო ზონის განაშენიანება იგეგმება

579465daab16c
დავით ჯალაღონია
24.07.16 10:40
1148
გონიოს ნაგავსაყრელის კონსერვაცია და სარეკრეაციო ზონის განაშენიანება იგეგმება.  როგორც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, გონიოს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ, ადგილზე დაგროვილი გაზის ტექნოლოგიური დამუშავებაც იგეგმება.

"ვფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიაზე შეიძლება, რეკრეაციული ზონაც შეიქმნას, რის შემდეგაც ეს ტერიტორია საინვესტიციოდაც საინტერესო იქნება“,- აღნიშნა ერმაკოვმა.

რაც შეეხება ახალ ნაგავსაყრელს, მისი განთავსებისთვის ცეცხლაური შეირჩა.

„გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და მთავრობასთან ერთად იმ პროექტის შერჩევა-შეფასებას გავაკეთებთ, რომელიც მიმზიდველი იქნება. დაახლოებით ხუთი კომპანია არის, რომელმაც ინტერესი გამოხატა და ამის გარდა, კიდევ ბევრს აქვს ინტერესი. ეს პროცესი უახლოეს თვეებში დასრულდება“, - განაცხადა ერმაკოვმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day