Google ამერიკაში Uber-ის კონკურენტს უშვებს
ამერიკული IT-კომპანია Google სან-ფრანცისკოში Uber-ის კონკურენტს უშვებს. კომპანიის გათვლებით, მისი სერვისი Waze-ის აპლიკაციის ნავიგაციის ბაზაზე ქალაქის მცხოვრებლებს უფრო დაბალი ფასით მოიზიდავს, ვიდრე ამას მომხმარებელს Uber სთავაზობს. WSJ-ს ინფორმაციით, Google-ის სერვისი მაისიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს კომპანიის თანამშრომლებისათვის, ახლა კი ის Waze-ის ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი ვინც სან-ფრანცისკოშია ან ამ ქალაქის შემოგარენში. ახალი სერვისის სახელწოდება, რომელსაც კომპანია მაისიდან აანონსებდა Waze Carpool იქნება. კომპანიის ცნობით, კლიენტები მძღოლს მხოლოდ მინიმალურ საფასურს გადაუხდიან, რომელიც საწვავის ხარჯს დაფარავს.