Home
Category
TV Live Menu

Google Chrome გამაღიზიანებელ რეკლამებს დაბლოკავს

5932626ee2a12
BM.GE
03.06.17 13:30
949
Google Chrome გამაღიზიანებელ რეკლამებს დაბლოკავს. კორპორაცია Google აცხადებს, რომ 2018 წელს ინტერნეტის ბრაუზერ Chrome-ში ახალ ფუნქციას დაამატებს, რომელიც გამაღიზიანებელ ინტერნეტ-რეკლამას დაბლოკავს. კომპანიის მიერ გავრცელებულ ბლოგში ნათქვამია, რომ ისინი საიტების მფლობელებს შესთავაზებენ ახალ პლატფორმას Ad Experience Reports, რომელიც მათ დაეხმარება გაარჩიონ, რომელი რეკლამა ითვლება გამაღიზიანებლად და რომელი აკმაყოფილებს სტანდარტებს.

რეკლამის ხარისხს შეაფასებს სპეციალური კოალიაცია, რომელშიც შედიან კომპანიების Google, Facebook, News Corp, Interactive Advertising Bureau (IAB), Procter & Gamble წარმომადგენლები.
BBC-ის ინფორმაციით, გამაღაზიანებლად ჩაითვლება რეკლამა, რომელიც მოულოდნელად პატარა ფანჯარაში ჩნდება და ავტომატურად ირთვება.
Google-ში ფიქრობენ, რომ ახალი ფუქნცია მომხმარებლების რიცხვს გაზრდის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით გამაღიზიანებელი რეკლამები დაბლოკონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day