Google ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რეკორდული თანხით, 3,4 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. Sunday Telegraph წერს, რომ ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება ევროპულმა კომისიამ გასულ კვირას მიიღო.
ევროკავშირმა ინტერნეტ გიგანტი საძიებო სისტემაში სავაჭრო მომსახურების შეზღუდვაში დაადანაშაულა. საქმე 2010 წლიდან დღემდე მომხდარ შემთხვევას ეხება. Telegraph ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ Google წლების განმავლობაში ზღუდავდა ბაზარზე კონკურენტის შესვლას.
აქამდე ყველაზე სოლიდური ჯარიმა კომპანია Intel-მა გადაიხადა და ის 1,1 მილიარდი ევრო იყო. ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიებმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის საკუთარი შეოსავლის 10% უნდა გადაიხადოს, რაც Google-ის შემთხვევაში დაახლოებით 6 მილიარდი ევროა. კომპანიაში და ანტიმონოპოლიურ სამსახურში განცხადების გაკეთებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.