Google-ის შვილობილმა კომპანია Waymo-მ, რომელიც უპილოტო ავტომობილების მართვის ტექნოლოგიას ამუშავებს, ტექნოლოგიის მოპარვისთვის Uber-ს და მის სტარტაპს Otto უჩივლა, - იტყობინება Business Insider.
სარჩელი სან-ფრანცისკოს სასამართლოში 23 თებერვალს შევიდა. მასში აღნიშნულია, რომ Google-ში მომუშავე ინჟინერთა გუნდმა მოიპარა სისტემის ლიდერი - ლაზერული სენსორული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ორიენტაციას გარშემო არსებული ობიექტების მიმართ. მიყენებულ ზარალს მოსარჩელე 0,5 მილიარდ დოლარად აფასებს. მთავარი ეჭვმიტანილი ენტონი ლევანჯოვსკია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა Google -ის უპილოტო ავტომობილის შექმნაზე, 9- წლიანი მუშაობის შემდეგ, მან კორპორაცია დატოვა და 2016 წელს Otto დააფუძნა, რომელიც 6 თვეში 680 მილიონად Uber-მა იყიდა. Uber -მა განაცხადა, რომ ბრალდებას გაეცნობა და ამ საკითხს ყურადღებით განიხილავს.