Home
Category
TV Live Menu

Google ქართველი ფერმერების ინოვაციურ აპლიკაციას "ტრაქტორი" განავითარებს

57692f4e00876
BM.GE
21.06.16 16:06
1200
ქართველ ფერმერებს სულ მალე ექნებათ ახალი ინსტრუმენტი, რომელიცსაკუთარი პროდუქციის კარგ ფასად გაყიდვაში დაეხმარებათ. ქართველი ფერმერების პლატფორმასთან − „ტრაქტორთან“ − ექსკლუზიური თანამშრომლობის შედეგად, კომპანია „გუგლის“ დეველოპერებმა შეიმუშავეს საბაზრო ფასების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს ფერმერებს, რეალურ დროში შეამოწმონ საკუთარი პროდუქტების ფასები ადგილობრივ ბაზრებზე. ეს ხელს შეუწყობს მათ, გაყიდონ საქონელი იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ფასი ყველაზე მაღალია.
 
6 და 7 ივნისს, ამერიკაში „გუგლის“ სათაო ოფისში მომუშავე დეველოპერები ახალი ინსტრუმენტის შესაქმნელად გაერთიანდნენ, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი მისამართზე www.Traktor.co.

„მოხარული ვართ, რომ ამ უნიკალური გამოცდილების მონაწილენი, წარმოვადგენთ პირველ კომპანიას საქართველოში, რომელიც „გუგლის“ საუკეთესო დეველოპერებთან ერთად ავითარებს პროდუქტს,“ ამბობს იონე ქათსუქი, კომპანია „ტრაქტორის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარდა, საქართველოში ფერმერებისთვის შექმნილი პირველი ვებ და მობილური პლატფორმა, „ტრაქტორი“ მომხმარებელს, ასევე, შესთავაზებს უფასო სატრენინგო ვიდეოებს, აგრო-კონსულტაციებს, მოსავლის კალენდარსა და ამინდის პერსონალურ პროგნოზს. აღნიშნულმა წამოწყებამ უკვე როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ყურადღება ყურადღება დაიმსახურა. კომპანია „გუგლთან“ ერთად მუშაობის გარდა, „ტრაქტორის“ ევროპის 20 მოწინავე დამწყებ კომპანიას შორის მოხვედრა ჰოლანდიაში გამართულ სტარტეპების ფესტივალზე და მესამე ადგილი მოიპოვა სიდსტარს თბილისის (Seedstars Tbilisi) შეჯიბრში.

Subscribe to our news

Get the main news of the day