Home
Category
TV Live Menu

Google-ს დღეიდან ქართულიც ესმის - ხმოვანი ძებნის ფუნქციას ქართული ენაც დაემატა

5992f9e8ef3e7
BM.GE
15.08.17 19:00
1502
Google-ს ხმოვანი ძებნის ფუნქციას ქართული ენაც დაემატა. დღეიდან საერთაშორისო საძიებო სისტემამ 30 ახალი ენა დაამატა, რომლის გამოყენებაც Search-ის დროს შეიძლება.

"წერეთ ნაკლები და დაზოგეთ დრო!",-მოუწოდებს კომპანია მომხმარებლებს.

"ხმის ამომცნობი სისტემა შეძლებს ისეთი უძველესი ენების ამოცნობას, როგორიცაა ქართული და რომლის ანბანიც მე-10 საუკუნით თარიღდება“,- აღნიშნულია Google-ს ბლოგში.

ქართულ ენასთან ერთად საძიებო სისტემას დაემატა აზერბაიჯანული, ლატვიური, აფრიკული და ინდური უძველესი ენებიც.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ახალი ენების დასამატებლად მათ შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივებთან, იმისთვის, რომ სისტემას სწორად აღექვა წარმოთქმული სიტყვები.

Subscribe to our news

Get the main news of the day