Home
Category
TV Live Menu

Google სრულად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადადის

5847c15453c22
BM.GE
07.12.16 12:00
1330
Google მომავალი წლიდან განახლებადი ენერგიის გამოყენებას გაზრდის. განახლებადი ენერგიით კომპანია 13 დატა ცენტრის და 150 ქალაქში საკუთარი ოფისების მომარაგებას აპირებს.

კომპანიის გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება და ამ ნაბიჯით მსოფლიო გიგანტი გარემოს დაცვით ღონისძიებებს უერთდება.

კომპანიის გადაწყვეტილება განახლებადი ენერგიის ფასების კლებასაც უკავშირდება, - კერძოდ ბოლო ექვს წელში ქარის ენერგიით მიღებული ელექტროენერგიის ფასმა საშუალოდ 60-80%-ით იკლო. ამ ეტაპზე Google-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის თანხის დაზოგვას მოახერხებს მომავალ წელს.

კომპანიის გრძელვადიანი გეგმით ის სრულად სუფთა ენერგიის გამოყენებას აპირებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day