საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (სეუ) გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში კომპანია მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის ბიზნესა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებაში. პარალელურად სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება და დაიკავონ კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციები.
სტუმრები: პაატა შურღაია - „გრანთ თორნთონი“-ს ვიცე-მმართველი პარტნიორი;
თეონა მაისურაძე - "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ"-ს ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი.
სტუმრები: პაატა შურღაია - „გრანთ თორნთონი“-ს ვიცე-მმართველი პარტნიორი;
თეონა მაისურაძე - "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ"-ს ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი.