სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა განაცხადების მიღებას ერთ თვეში დაიწყებს. როგორც ცნობილია პირველ ეტაპზე პროექტისთვის 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სტარტაპების დაფინანსებაზე საპარტნიორო ფონდი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მუშაობენ. დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში ბენეფიციარებს გრანტი საბანკო პროცედურების გარეშე გადაეცემათ.
მანამდე კი ტექნოპარკი 14 მაისიდან, "სტარტაპ შეხვედრებს" იწყებს. შეხვედრებზე სტარტაპებს ტრენინგები ჩაუტარდებათ თემებზე: როგორც კეთდება სტარტაპის პრეზენტაცია, როგორ იგეგმება სტარტაპის მარკეტინგი და როგორ ითვლება მისი ფინანსები. ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ