Home
Category
TV Live Menu
Loading data...

GREDA-მ თიბისის მხარდაჭერით კონფერენცია გამართა

BM.GE
21.04.23 10:12
139
განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოსაზიდად, GREDA-მ თიბისის მხარდაჭერით კონფერენცია გამართა კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას. ღონისძიებას, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციისთვის: ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული - ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია.

Subscribe to our news

Get the main news of the day