რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის Опора России-ის ლიდერთა მე -11 კონგრესზე ’’სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საბანკო სექტორში შეუცვლელი თანამშრომლების პრობლემა ამჟამადაც არსებობს, თუმცა მომავალში მისი აზრით, კადრების დეფიციტი კოლოსალური იქნება.
"ამ ეტაპზე საფინანსო სფეროს კადრები ჩვენთან უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს, რასაც ციფრული ეკონომიკა კიდევ უფრო გაამწვავებს და თანამშრომლების დეფიციტი კოლოსალურ რიცხვს მიაღწევს. თვალი უნდა ვადევნოთ როგორ იარსებებს ბიზნესი და როგორ იარსებებს თითოეული ჩვენგანი ახალ ეპოქაში. მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის მფლობელი იქნება ადამიანი, თუ ჩვეულებრივი თანამშრომელი, რადგან ცვლილება ყველა ადამიანზე მოახდენს გავლენას, იგი უკლებლივ ყველას შეეხება", - აცხადებს გრეფი.
"სბერბანკის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ იგი ჯერჯერობით ვერ ხედავს იშვიათი გამონაკლისების გარდა, ისეთ პროფესიებს, რომლებიც ახლო მომავალში სრულიად გაქრებიან. მისი თქმით, ყველა პროფესიას დაემატება ციფრული ხაზი, დაწყებული მენეჯერებიდან და დამთავრებული ყველაზე მარტივი სპეციალობით.