წლის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში შედგა და გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს, იმ ორგანიზაციებს და პროგრამებს გადაეცათ, რომლებიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი. ჯილდო, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში დააწესა.
სტუმრები: მარიამ ქობალია - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების ექსპერტი;
მაკა მახათაძე - აიტი აკადემია სტეპ, თანადამფუძნებელი.