Home
Category
TV Live Menu

"გრინვილი" ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოებას იწყებს

5964d0ead1b56
BM.GE
11.07.17 17:20
1231
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შპს „გრინვილი“ ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოებას იწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საწარმო 2017 წლის ოქტომბერში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი დაიწყებს მუშაობას. შპს „გრინვილი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას როგორც საცალო და საბითუმო, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 20-მდე ადამიანს დაასაქმებს.

შპს „გრინვილი“ თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის #13-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 460 000 ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day