Home
Category
TV Live Menu

გუბერნატორი: დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ შეთანხებას, რომ კახეთში იყოს საერთაშორისო აეროპორტი

57cfe62a75561
სალომე მეცხვარიშვილი
07.09.16 14:01
1432
"დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ შეთანხებას, რომ კახეთში იყოს საერთაშორისო აეროპორტი", - ამის შესახებ „ბიზნესკონტაქტს“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა.  მისი თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და მას TAV Georgia-სთან განიხილავენ ის ორგანოები, რომლებსაც კომპანიასთან ხელშეკრულება თავის დროზე აქვს დადებული. TAV Georgia-სთან ხელშეკრულება, რომელიც საერთაშორისო აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში სხვა საერთაშორისო აერპორტის მშენებლობას კრძალავს, ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას აქვს გაფორმებული.

როგორც შიოლაშვილი აცხადებს, თელავში საერთაშორისო აეროპორტის გახსნის მოთხოვნა ტურისტულ ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა დააყენეს დღის წესრიგში. გუბერნატორის განმარტებით, თელავში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის ხელისშეშლელი ფაქტორი წინა ხელისუფლების დროს სწორედ TAV Georgia-სთან გაფორმებული ხელშეკრულებაა.

„ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაღწევთ შეთანხებას იმასთან დაკავშირებით, რომ კახეთში იყოს საერთაშორისო აეროპორტი. ამ საკითხს განიხილავს ის ორგანო, რომლის მიერაც გაცემული იყო ეს ხელშეკრულება“,- აცხადებს შიოლაშვილი.

ხელშეკრულება საქართველოს აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-სთან 2005 წელს გაფორმდა, განახლებულ ხელშეკრულებას კი 2-წლიანი მოლაპარაკების შემდეგ 2015 წელს მოეწერა ხელი. 2005 წლის ხელშეკრულების ახალი რედაქციით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day