Home
Category
TV Live Menu

გუბერნატორი: კახეთში ბიზნესის მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრების სიმწირეა

5a17fa4cde0c2
სალომე მეცხვარიშვილი
27.11.17 10:00
958
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ბიზნესის მთავარი პრობლემა რეგიონში კვალიფიციური კადრების სიმწირეა.

გუბერნატორი საქმის კურსთან ამბობს, რომ არ არსებობს პროფესიონალი კადრები მევენახეობის, მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებით.

"კახეთში ყველაზე მეტი პრობლემა არის კვალიფიციური კადრების სიმწირე. გვაკლია სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული კადრები, რომლებიც მევენახეობას, მეღვინეობას, სამშენებლო და ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება. ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა, რაც მე ხშირად მესმის ბიზნესისგან“,- ამბობს გუბერნატორი.

Subscribe to our news

Get the main news of the day