მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია საგურამოს განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. როგორც "საქმის კურსს" რეგიონის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ განუცხადა, საგურამოში საზოგადოების 80% შეძლებულია, ამიტომ მათი გეგმა ეფუძნება სწორედ იმას, რომ მათი პოტენციალი იქნას გამოყენებული საგურამოს მომავალი განვითარებისთვის.
"საგურამო არანაკლები ადგილია, რომელიც შეიძლება გავხადოთ შემოსავლიანი ტურისტული ზონა. განვითარების კონცეფცია უკვე მუშავდება რეგიონული პროექტების სააგენტოში. როდესაც მასზე მუშაობა დასრულდება, ჩამოყალიბდება საბჭო და იქ მცხოვრებლების შესაძლებლობების გამოყენებით დაიწყება საგურამოს განვითარება", -აცხადებს გუბერნატორი. მაგალითისთვის, ერთ-ერთი პირობა საგურამოში მიწის ნაკვეთის შეძენისას იქნება გარკვეული ვალდებულებების შესრულება თუნდაც გამწვანების ან სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. გუბერნატორის თქმით, კონცეფციის შემუშავება ახლო მომავალში დასრულდება.