Home
Category
TV Live Menu

გუდაურის "გადასახედს" რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ადგილზე ტურისტული კომპლექსი მოეწყობა

589b2a6083f2c
BM.GE
08.02.17 18:24
1046
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გუდაურის "გადასახედის" რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერში შპს „Saxon Manegement Services“-მა გაიმარჯვა.
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ 5500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული გადასახედის, ე. წ. „მეგობრობის თაღის“ ნაგებობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის დაგეგმარებაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდა.

ტენდერის პირობების თანახმად, მოეწყობა კომპლექსური ტურისტული გასაჩერებელი ადგილი, რომელიც მოიცავს:

● გადასახედ ნაგებობას, საპირფარეშოს (2-2 კაბინა მამაკაცებისა და ქალებისათვის.
● 1 კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
● სუვენირების მაღაზიას, კაფე-სასაუზმეს.
● ღამის გასათევ და პარკირების ადგილს (ავტობუსების, მსუბუქი ავტომობილებისა და ველოსიპედების სადგომით).

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს გადასახედის ნაგებობის გამაგრება და რეაბილიტაცია. ქვედა ტერიტორიიდან, სადაც განთავსებული იქნება დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურა, გადასახედ ნაგებობამდე სამანქანე ასასვლელი გზა ჩაიკეტება და გახდება საფეხმავლო.

გადასახედთან და მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს მოსასვენებელი სკამები, ასევე ობიექტის მიმდებარედ არსებულ ბორცვებზე მისასვლელად უნდა მოეწყოს მცირე ბილიკები.

მოხდება კომუნიკაციების გაყვანა (წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია, გამწმენდი ნაგებობა). ამასთან, ტერიტორიაზე განთავსდება მცირე და დიდი ზომის სანაგვე ურნები.

ფოტო: Saxon 

Subscribe to our news

Get the main news of the day