პროგრამის "უმასპინძლე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი სასტუმრო "გუდაური ინნ" და Quadrum-Gudauri გაიხსნა.
ახალი სასტუმროების მეშვეობით დამატებით 74 ახალი ოთახი შეიქმნა და 42 ადამიანი დასაქმდა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.