"გუდვილი" ფართოვდება და თბილისში მე-5 ობიექტს ხსნის. საქართველოს მასშტაბით მე-9 ობიექტი დედაქალაქში, "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში ამოქმედდება.
როგორც BMG-ის კომპანიის დირექტორმა ირინა ქოსაშვილმა განუცხადა, ახალი ობიექტი გაზაფხულზე გაიხსნება და დაახლოებით 200 კვ.მ-ს მოიცავს.
ახალი ობიექტი ძირითადად "გურმეს" პროდუქციაზე იქნება ორიენტირებული.
რა ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება ობიექტის ამოქმედებაში, ირინა ქოსაშვილი არ აკონკრეტებს.
ცოტა ხნის წინ "გუდვილის“ ახალი ობიექტი გაიხსნა „გალერია თბილისშიც“.