Home
Category
TV Live Menu

გუკა რჩეულიშვილი: ყველა ამ საბუთზე მე მაქვს ხელი მოწერილი, მე ჩავბარდები

57854df089dab
BM.GE
13.07.16 00:05
1153
გუკა რჩეულიშვილი პროკურატურისთვის ჩაბარებას გეგმავს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ყველა საბუთზე, რომელიც ცენტრ-პოინტის საქმეს ეხება ხელი მას აქვს მოწერილი.

„ის რაც მოხდა დედაჩემთან და ჩემთან დაკავშირებით პოლიტიკურია. მე ვარ გენერალური დირექტრი ცენტ-პოინტის, ყოველ შემთხვევაში ვიყავი. ამ სიტუაციაში მე იქ უნდა მივიდე და ჩავბარდე და დავამტკიცო ჩემი სიმართლე, ყველა ამ საბუთზე მე მაქვს ხელი მოწერილი. სალომე ჩარკვიანის დაჭერა საერთოდ სასაცილოა.  ახლა მე ჩავბარდები. მე ვიყავი გენერალური დირექტორი და მოსამართლეს არ ექნება სხვა გზა რომ დანარჩენი პირები გამოუშვას“, - ამბობს გუკა რჩეულიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day