Home
Category
TV Live Menu

გურიაში "ანასეულის" ლაბორატორიაში მცენარეთა გენეტიკური ბანკი შეიქმნება

571c8e84c5baf
BM.GE
24.04.16 13:12
1133
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და გურიის მხარის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ დაბა ანასეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
 
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი "ანასეული“, რომელსაც საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს, დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდება. უახლოეს მომავალში დაიწყება ანასეულის ლაბორატორიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ცენტრში კვლევებისა და დიაგნოსტიკის ჩატარების გარდა, ჩაისა და სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სუბტროპიკული კულტურებისთვის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებიც მოეწყობა. ასევე დაგეგმილია ჩაის სანერგე მეურნეობის მოწყობა, სელექციური ჯიშებისა და კლონების შეგროვება და მცენარეთა გენეტიკური ბანკის შექმნა.

სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იმყოფებოდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day