Home
Category
TV Live Menu

"გურიაში ჩინელი ინვესტორები აეროდრომის რეაბილიტაციაში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ"

5875cb2f5b082
BM.GE
11.01.17 10:04
1102
გურიაში სოფელ მერიაში ჩინელი ინვესტორები სატრანსპორტო აეროდრომის რეაბილიტაციაში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ, - ამის შესახებ გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხედრო აეროპორტი იყო განთავსებული. გამომდინარე იქიდან, რომ გურია ფოთის პორტთან ტერიტორიულად ახლოსაა გუბერნატორი იმედოვნებს, რომ რეგიონში შესაძლოა მნიშვნელოვანი ჰაბი შეიქმნას.

„ტვირთების ჩამოსვლას ჩინეთიდან 12 დღე სჭირდება და აქ 10 საათი იქნება. ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს, რომ გურიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი შეიქმნება, როგორც ტვირთების გადაზიდვის, ასევე სამრეწველო პოტენციალის კუთხით“, - განაცხადა გუბერნატორმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day