"წყალი მარგებელის" 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხნის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. პრემიერმა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჩაის სახელმწიფო პროგრამა.
"ყველას კარგად გახსოვთ, რა მნიშვნელობა ეჭირა ჩაის განვითარებას, არამარტო გურიის არამედ მთელი ქვეყნის განვითარებაში.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას და აღვადგინოთ ქართული ჩაი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად, კომპანია წყალი მარგებელი აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას რომელიც თითქმის უკვე დასრულებულია, ქარხანა ჩამოასხავს ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომელიც ექსპორტზე გავა“, - განაცხადა პრემიერმა.
გურიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი იქნებიან.