გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე პოსტს ტოვებს. როგორც სალუქვაძემ „საქმის კურსს“ განუცხადა მას რამოდნეიმე შემოთავაზება აქვს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან და უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს თუ სად გააგრძელებს მუშაობას.
სალუქვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მან პირადად მიიღო და ის პრემიერს უკვე აცნობა. გია სალუქვაძე ამბობს, რომ „თვითმართველობის სისტემაში მუშაობის 4 წლიანი ციკლი დასრულდა და მუშაობა სხვა პირმა უნდა გააგრძელოს“.
ოფიციალურად სალუქვაძე თანამდებობას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს. ვინ იქნება მისი შემცვლელი ამ დროისთვის უცნობია.