Home
Category
TV Live Menu

"გურული დღიურების" ბრენდით ბაზარზე ჩურჩხელა და ჩაი გამოვა

58a03fc1d365d
BM.GE
12.02.17 15:00
1009
უახლოეს პერიოდში ’’გურული დღიურების“ ფონდი შეიქმნება, სადაც წიგნის საავტორო ჰონორარის გარდა, შემოწირულობებიც გადაირიცხება, - თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საუბრობს.

-ვისი იდეა იყო "გურული დღიურების“ ფონდის შექმნა?

-რა თქმა უნდა, ეს ჩემი მეგობრების იდეა იყო, თუმცა მე თვითონაც დაინტერესებული ვიყავი და ფრაგმენტული აქტივობები მქონდა ამ მიმართულებით, როგორიც არის ახლგაზრდების დახმარება, განსაკუთრებით გურიაში. ბუნებრივია, თვითონ საბიბლიოთეკო საქმიანობა საგანმანათლებლო აზრით აქტივობებს თავისთავად გულისხმობდა, მაგრამ მე ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ მთავარი გამოწვევა ამ თვალსაზრისით სკოლებშია. რეფორმა ადრე თუ გვიან ჩასატარებელია, რომელიც საწყის ეტაპზე აუცილებლად ითვალისწინებს სხვადასხვაგვარ ბიძგებს და მათ შორის, ასეთსაც. ამიტომაც, როდესაც ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი გოგავამ და მისმა მეგობრებმა შემომთავაზეს, რომ შეიძლება შექმნილიყო ფონდი, რომელიც გურიაში სკოლის მოსწავლეებზე იქნებოდა ორიენტირებული, მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
ეს მეტნაკლებად საქველმოქმედო ტიპის ფონდია, ოღონდ არა კლასიკური გაგებით, ორ ნაწილად გავყავით. პირველი არის სტიპენდია, რომელსაც ფონდი გასცემს ერთი სკოლის მოსწავლეს გადაეცემა, რომელიც წარჩინებული იქნება და მხოლოდ აკადემიური მოსწრება არ ეყოფა, ჩვენ კვალიფიციურ ადამიანებს გავასაუბრებთ ამ ახალგაზრდას და მეორე სოციალურად დაუცველი წრიდან იქნება და ბუნებრივია, გარკვეული კრიტერიუმები აქაც გვექნება, ანუ მოსწავლე კარგად უნდა სწავლობდეს და სურვილი ქონდეს, რომ განათლებაში მეტი ნაბიჯები გადადგას.

-მოსწავლეები რა ინტენსივობით დაჯილდოვდებიან?

-ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც თვალსაზრისით, ეს თვიური ტიპის სტიპენდია იყოს ერთი წლის განმავლობაში. ამავე დროს, რადგან საქმე სწავლას ეხება, რომელიც სინქრონული პროცესია, ვფიქრობთ, რომ ე ახალგაზრდები 6 თვის შემდეგ გადავამოწმოთ თუ რა აქტივობები აქვს, როგორ სწავლობს და ამ სტიპენდიამ რამდენად იმოქმედა მასზე. თუ დადებით შედეგს დავინახავთ, ეს ჩვენთვის სტიმული იქნება, რომ მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა. ეს ფონდი ძირითადად შემოწირულობებს დაეფუძნება და ’’გურულ დღიურებთან“ დაკავშირებული ყველა აქტივობა მასში შემავალ თანხებს გაითვალისწინებს. ’’გურულ დღიურების“ ჩურჩხელა უკვე გამოსულია და მალე ’’გურულ დღიურების“ ჩაი გამოვა და იქიდან შემოსული ჰონორარის ფონდს დაემატება. იმედი გვაქვს, რომ სხვა ბიზნესებიც დაგვეხმარებიან და სხვა რეგიონებსაც დავეხმარებით. საგანმანათლებლო მოძრაობის ფარგლებში ხშირად მიწევს რეგიონებში მოგზაურობა.

-როგორია დღეს ფონდის მდგომარეობა?

-ბავშვები სიაში გვყავს, ვიზეც სტიპენდია უნდა გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით შერჩეულები არ არიან, მაგრამ თანხები მობილიზებულია. ჩვენ მცირედით მაინც წავახალისებთ ამ ბავშვებს, თვიურად 100 ლარი ექნებათ გამოყოფილი, რომლითაც სახელმძღვანელოს შეძენას მაინც შეძლებენ. გვესმის, რომ ეს სერიოზული თანხა არ არის, მაგრამ რეგიონში მცხოვრები მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველი სახელმძღვანელოს ყიდვას, ჩვენ სკოლის დამთავრებამდე მის გვერდით ვიქნებით.

-კანდიდატების განხილვა რა პრინციპით ხდება, როგორ აპირებთ ამ სისტემის ამუშავებას?

-ჯერ არცერთი კანდიდატი არ განხილულა. ვფიქრობთ, რომ კვალიფიციური ჟიური გვეყოლება. სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო მოცემულობაა და ბუნებრივია, საწყის ეტაპზე ჩვენ დირექციებს მივმართავთ, მაგრამ აქ რაღაც ტიპის საფრთხე არსებობს კლასიკური ინერციიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ხანდახან შესაბამისი სელექცია და ამას აუცილებლად გადავამოწმებთ. გადამწყვეტი ბუნებრივია, გასაუბრება იქნება. სოციალურად დაუცველებს რაც შეეხებათ, აქ მკაცრი კრიტერიუმები არ და ვერც გვექნება, თუმცა შეიძლება რიგ შემთხვევაში იქ უფრო ძლიერი მოსწავლე აღმოვაჩინოთ, ვიდრე სხვა ვითარებით. ამას საზომი არ აქვს.

Subscribe to our news

Get the main news of the day