ექსპორტის წასახალისებლად აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. აქვს თუ არა დღეს საქართველოს ექსპორტის გაზრდის წინაპირობა. აღნიშნულ საკითხზე გადაცემა “ბზნესკონტაქტში’’ ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა მელძე ამბობს, რომ თუ წარმოება არ გაიზრდება ქვეყანაში ექსპორტი ვერანაირად ვერ გაიზრდება. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ბაზარზე ახალი პროდუქტები არ ჩანს და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტომ ხელმისაწვდომობა უნდა გაუზარდოს ექსპორტიორებს ისეთ საფინანსო ინსტრუმენტებზე, რასაც კერძო სექტორი ვერ ახერხებს.
“ექპსორტის ხელშეწყობის სააგენტო იქნება ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო. ექსპორტის ხელშეწყობის ფუნქცია უკვე აღებული აქვს მეწრმეობის განვითარების სააგენტოს და საკმაოდ კარგად ახორციელებენ ამ მიმართულებას. მთავარია, არ მოხდეს დუბლირება სახელმწიფო სტრუქტურების და ერთი და იგივე საქმე არ აკეთონ. მნიშვნელოვანია, როდესაც სააგენტო შეიქმნება გაუზარდოს ხელმისაწვდომობა ექსპორტიორებს ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომელსაც დღეს კერძო სექტორი ვერ სთავაზობს. თუმცა, აქ არის ისეთი დილემა, რომ ბაზარი ძალიან მცირეა, ანუ ფულის მოცულობა, რაც დღეს ექსპორტში დაგროვილია არის მცირე იმისთვის, რომ მოგებაზე ორიენტირებული პროდიქტები შესთავაზონ,’’- აცხადებს გვანცა მელაძე.