Home
Category
TV Live Menu

"გვაქვს ამბიცია ილიაუნის ბიზნესის სკოლა რეგიონის მასშტაბით საუკეთესოდ ვაქციოთ"

5a255e6ca58c9
BM.GE
04.12.17 18:39
1049
გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. დეკანის პოზიციას ის ოფიციალური კონკურსის შემდეგ დაიკავებს. დღეს საბჭომ ერთხმად უყარა კენჭი ქადაგიძის კანდიდატურას დეკანის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გეგმებზე ვრცლად საუბრისგან თავს იკავებს.

"პატივცემულო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დავუთმო განათლების სფეროს რომლის მნიშვნელობაზეც საუბრით თავს არ შეგაწყენთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბჭომ დღეს ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალების შემსრულებლად ამირჩია.

ილიაუნის გუნდთან ერთად გვაქვს ამბიცია და ხედვა, სულ რამოდენიმე წეილიწადში, როგორ ვაქციოთ ბიზნესის სკოლა საუკეთესოდ როგორც ქვეყანის ისე რეგიონის მასშტაბით.

აქვე მინდა ბიზნესის სკოლის სახელით, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო პატარაიას რომლის ხელმძღვანელობითაც სკოლამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. ნინო რჩება გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად და საქმიანობას კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელად გააგრძელებს.

დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის ამ მნიშვნელოვან საქმეში", - წერს ქადაგიძე საკუთარ სოციალურ ქსელში.

Subscribe to our news

Get the main news of the day