Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გვჭირდება თუ არა ახალი სსიპ-ი - კურორტების განვითარების სააგენტო?

BM.GE
28.06.22 14:26
208
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის მიერ ახალი სსიპ-ის კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნის მიზანსა და ფუნქციებს განმარტავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველოში იდენტიფიცირებული და შესწავლილი 300-ზე მეტი კურორტი, ან საკურორტო ადგილი და მოქმედი 100-ზე მეტი კურორტია, რომელთაც სწორი განვითარება სჭირდებოდა. 

ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ახალ სსიპ-ს გამოცდილების მქონე კადრი კონკრეტულად კი მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ონოფრიშვილი მხოლოდ მრჩევლის პოზიციაზე არ დარჩება და მხოლოდ სააგენტოს უხელმძღვანელებს. ამ ახალ ორგანიზაციას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება. მათ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილია, რომელსაც კურორტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. დღეს ის სამინისტროს თანამშრომელია და ამ მიმართულებით მუშაობდა. ის იქნება კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელი და სრულად დაკავდება ამ საკითხით. ეს ძალიან სწრაფად მოგვცემს რამდენიმე საკურორტო ადგილის განვითარების შესაძლებლობას. რამდენად იდგა ახალი სსიპ-ის შექმნის საჭიროება და რეალურად რა პრობლემებია დღეს საქართველოში მთის კურორტებზე. 

სტუმარი: ირმა დაუშვილი - შპს “ნუნისი”-ს დამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day