Home
Category
TV Live Menu

"გვინდა, რომ გვქონდეს უფლება რეგულირება გავუწიოთ ე.წ. საბანკო ჰოლდინგებს, ბანკის ზემოთ არსებულ ჯგუფებს"

5889a3c2d68be
BM.GE
26.01.17 11:20
1128
ეროვნული ბანკი ახალ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობს. როგორც ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, კანონპროექტი დამუშავების პროცესშია და მისი განხილვა პარლამენტთან და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან იგეგმება, - ამის შესახებ კობა გვენეტაძემ ბიზნესკონტრაქტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნის შესახებ ახალ კანონპროექტს ეხებოდა, რომლის ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობაა.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ ბიზნესკონტრაქტთან საუბარში განაცხადა, ეროვნულ ბანკს სურს რეგულირება გაუწიოს საბანკო ჰოლდინგებს, - „ბანკის ზემოთ არსებულ ჯგუფებს“.

"ეროვნული ბანკი რეგულირებას უწევს კომერციულ ბანკებს, კომერციული ბანკის დონეზე არაპროფილური აქტივების გამიჯვნის პროცესი დასრულებულია და არცერთი ბანკი არ ფლობს კომპანიებს. გვინდა, რომ გვქონდეს უფლება რეგულირება და ზედამხედველობა გავუწიოთ ე.წ. საბანკო ჰოლდინგებს, ეს ნიშნავს ბანკის ზემოთ არსებულ ჯგუფებზე ზედამხედველობას. ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამ ჯგუფებში მიმდინარე პროცესებზე", - განაცხადა კიკორიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day