Home
Category
TV Live Menu

ღვინის ექსპორტი 35%-ით გაიზარდა - მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

57f74e75ed890
BM.GE
07.10.16 11:26
979
2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 32 421 418 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 12%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთი - 154% (3 852 245),
უკრაინა - 61% (3 457 028),
დიდი ბრიტანეთი - 60% (67 522),
ბელარუსი - 51% (789 876),
პოლონეთი - 47% (1 633 514),
ესტონეთი - 43% (485 688),
ყირგიზეთი - 39% (163 966),
რუსეთი - 36% (17 056 936),
გერმანია - 18% (223 862),
იაპონია - 20% (134 808),
აშშ - 5% (191 086),
ლატვია 1% (841098) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936), ჩინეთი (3852245), უკრაინა (3457028) , ყაზახეთი (2535163) და პოლონეთი (1633514).

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 26,5% შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day