5-7 წელიწადში ქართული ღვინის ექსპორტი უნდა ავიდეს 100 მილიონ ბოთლზე და საშუალო საფასო სეგმენტი ასცდეს 3 დოლარს,- ამის შესახებ „საქმის კურსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეისთვის ქართული ღვინის საშუალო სარეალიზაციო ფასი 2,27 დოლარია, შარშან კი ექსპორტზე 90 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა.
მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში ქართული ღვინის საშუალო სარეალიზაციო ფასი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც სარეალიზაციო ბაზრებზე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებით არის გამოწვეული.
„2016 წელს იყოს საშუალო ფასი 2,28 ცენტი. 2014-ში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ფასი. ეს ის დროა, როდესაც რუსეთის ბაზარი გაიხსნა და დიდი რაოდენობით ღვინო შევიდა რუსულ ბაზარზე. თუმცა, ბოლო 2 წელია საშუალო საექსპორტო ფასმა მოიკლო. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ძირითად ბაზრებზე მსყიდველუნარიანობა შემცირდა, იმისთვის, რომ შეენრაჩუნებინა კერძო სექტორს გადაზიდვები, ფასი მოარგეს ბაზრის მოთხოვნებს. თუმცა, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ საფასო სეგმენტში ჩასვლა, შესაძლოა, ცოტა საშიში იყოს ზოგადად ქართული ღვინის იმიჯისთვის.
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი უფრო მაღალი იყოს. ჩვენი მიზანია, უახლოეს 5-7 წელიწადში ექსპორტი ავიდეს 100 მილიონ ბოთლზე და საშუალო საფასო სეგმენტი ასცდეს 3 დოლარს“,- აცხადებს გიორგი სამანიშვილი.