სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, რთველის 2016-ის ფარგლებში გადამუშავდა 62 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 53,8 მლნ ლარი შეადგინა.
სამინისტროს ცნობით, რეგიონში ღვინის ქარხნები კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 331 ტონა. სულ გადამუშავებულია 31,8 ათასი ტონა რქაწითელი, 25,9 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 22,3 ათასი ტონა, ყვარელი - 15 ათასი ტონა, თელავი - 13,7 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1,4 ათასი ტონა, საგარეჯო - 733 ტონა და ახმეტა - 669 ტონა.