Home
Category
TV Live Menu

ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

57de54169a537
BM.GE
18.09.16 12:43
1031
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად გრძელდება. 18 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა 37,8 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 17,3 ათასი ტონა რქაწითელი, 17 ათასი ტონა საფერავი, 1,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 32,4 მლნ-მდე ლარი მიიღეს.

განვლილ დღე-ღამეში კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი და 5 198 ტონას მიაღწია. კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 13,4 ათასი ტონა, ყვარელი - 9,3 ათასი ტონა, თელავი - 6,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 486 ტონა, საგარეჯო - 430 ტონა და ახმეტა - 234 ტონა.

Subscribe to our news

Get the main news of the day