Home
Category
TV Live Menu

ღვინის შესახებ ქართულმა ფილმმა ჰოლივუდში 5 პრიზი აიღო

58bbd5c7ea8c0
BM.GE
05.03.17 13:09
1070
ღვინის შესახებ ქართულმა ფილმმა ჰოლივუდში 5 პრიზი აიღო. მხატვრულ -დოკუმენტური სურათი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ საქართველოში ღვინის უმდიდრეს ისტორიაზე მოგვითხრობს. ფილმი ქართველ რეჟისორ ქალს ნანა ჯორჯაძეს ეკუთვნის. რეჟისორს ფილმი საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ დაუკვეთა.
ფილმმა 5 პრიზი ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) მიიღო.

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში:

• ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” — პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო;

• ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” — თამარ ბართაიამ;

• ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” — ნანა ჯორჯაძემ;

• ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” — მიხეილ კვირიკაძემ;

• ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” — რევაზ ხეცურიანმა.

ფილმს უკვე რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა; საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO - ის ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი. ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed.

ფილმი დაფინანსებულია "მარანი ხეცურიანი"-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

Subscribe to our news

Get the main news of the day