ღვინისა და ჭაჭის მწარმოებელ კომპანია "ზეარისს" პროდუქცია ავსტრალიაში, ჩინეთში, სამხრეთ აფრიკაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და ყაზახეთში გააქვს.
საწარმო დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა.
მინისტრი ადგილზე გაეცნო კომპანიის ასორტიმენტს და საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
როგორც მინისტრმა, აღნიშნა ქართული საწარმოების სიმრავლე და მათი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
კომპანია "ზეარის" - 2012 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი.